top of page

დევიდ გილმორი

  • თანამგზავრი
  • Mar 6, 2017
  • 1 min read

დევიდ ჯონ გილმორი (ინგლ. David Gilmour; დ. 6 მარტი, 1946) — ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მულტი-ინსტრუმენტალისტი. უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ პინკ ფლოიდის გიტარისტი. 2012 წლისთვის ჯგუფმა დევიდის მონაწილეობით მსოფლიოში 250 მილიონი ჩანაწერი გაყიდა, მათ შორის - 75 მილიონი აშშ-ში.

გარდა პინკ ფლოიდთან შემოქმედებისა, გილმორი იყო მრავალი შემსრულებლის პროდიუსერი, მათ შორის - The Dream Academy. მას აგრეთვე სოლო კარიერა ჰქონდა. 2005 წელს მან მიიღო ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერის წოდება, მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2008 წლიდან იგი აგრეთვე ფლობს Q-ს ჯილდოს მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 2011 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნი იგი ყველა დროის უდიდესი გიტარისტების სიაში #14 ადგილზე დაასახელა.

Comments


გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square

უნიკალური ნახვა

თანამგზავრი

გამოგვყევი

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

კონტაქტი

+995 0322 81 01 01

მისამართი

კოსტავას 69

©2017 by Tanamgzavri. all rights reserved.

bottom of page