top of page

ლუ რიდი


ლუის ალან „ლუ“ რიდი (დ. 2 მარტი, 1942 — გ. 27 ოქტომბერი, 2013) — ამერიკელი როკ-მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, ფოტოგრაფი. ცნობილია, როგორც ჯგუფ The Velvet Underground-ის გიტარისტი, ვოკალისტი და სიმღერების ავტორი, ისევე, როგორც საკუთარი სოლო-კარიერით, რომელიც რამდენიმე ათწლეულს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ The Velvet Underground 1960-იანების კომერციული წარუმატებლობა იყო, მან მნიშვნელოვანი საკულტო სტატუსი შეიძინა შემდგომ წლებში და იქცა თავისი ეპოქის ერთ-ერთ გავლენიან ჯგუფად. როგორც The Velvet Underground-ის სიმღერების ავტორი, რიდი წერდა პირად გამოცდილებაზე, რაც იმ პერიოდში როკ-ენ-როლში იშვიათად განიხილებოდა (სიმღერების თემებს შორის იყო სექსუალურობა და ნარკოტიკების კულტურა).

ჯგუფიდან წასვლის შემდეგ 1971 წელს რიდმა სოლო-კარიერა დაიწყო. შემდეგ წელს მისი სიმღერა „Walk on the Wild Side“ ჰიტად იქცა, თუმცა მეინსტრიმული წარმატება მუსიკოსს არ ჰქონია. რიდი გამოირჩევა ვოკალით, პოეტური ტექსტებით და „სირაქლემის გიტარის“ ტერმინის გამოგონებით.

2008 წელს რიდმა იქორწინა მომღერალ ლორი ანდერსონთან.

ლუ რიდი 2013 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა, 71 წლის ასაკში.

გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
No tags yet.
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square
bottom of page