top of page

ჯონ სტეინბეკი

  • თანამგზავრი
  • Feb 27, 2017
  • 1 min read

ჯონ ერნსტ სტეინბეკი (ინგლ. John Ernst Steinbeck, Jr.; დ. 27 თებერვალი, 1902 — გ. 20 დეკემბერი, 1968) — ამერიკელი მწერალი. 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, ყველაზე კარგად ცნობილია ნოველით „თაგვებსა და ადამიანებზე“ (1937) და პულიცერის პრემიით დაჯილდოებული რომანით „მრისხანების მტევნები“ (1939). ორივეში აღწერილია დიდი დეპრესიის პერიოდში მუშათა კლასის ცხოვრება.

სტეინბეკი ნატურალისტურ სტილში წერდა, ხშირად მისი წერის საგანი მუშათა კლასის ცხოვრება იყო; მისი შრომების თემატიკა ინტერესთა ფართო სპექტრს მოიცავს — ოკეანის ბიოლოგიიდან დაწყებული, ჯაზით, პოლიტიკით, ფილოსოფიით, ისტორიითა და მითოლოგიით დამთავრებული.

მისი ჩვიდმეტი ნამუშავერი, მათ შორის Cannery Row (1945) და „მარგალიტი“ (1947) ჰოლივუდის მიერ ეკრანიზებულ იქნა. თავად სტაინბეკმაც გაითქვა სახელი, როგორც ჰოლივუდის მწერალმა და ერთხელ ოსკარის ნომინაციაში მოხვდა საუკეთესო სცენარისთვის ალფრედ ჰიჩკოკის ფილმისთვის „სიცოცხლის გემი“ (1945).

Comments


გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square

უნიკალური ნახვა

თანამგზავრი

გამოგვყევი

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

კონტაქტი

+995 0322 81 01 01

მისამართი

კოსტავას 69

©2017 by Tanamgzavri. all rights reserved.

bottom of page