top of page

კახა კალაძე


კახა კალაძე (დ. 27 თებერვალი, 1978) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად. 2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, მილანმა მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი. მილანში ჩარიცხვამდე იგი თბილისის „დინამოსა“ (1993-1997) და კიევის „დინამოში“ (1998-2001) თამაშობდა. კალაძე ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ. ახა კალაძე დაიბადა სამტრედიაში, დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში. მისი მამა, კარლო კალაძე, სამტრედიის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი და შემდგომ პრეზიდენტიც იყო. 11 წლის ასაკში კალაძემ სწორედ სამტრედიის „ლოკომოტივის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში ფორვარდის პოზიციაზე.1993 წელს კახა თბილისის „დინამოში“ გადავიდა, სადაც დებიუტი 1993–1994 წლების სეზონში ჰქონდა, 16 წლის ასაკში. კალაძემ 82 საჩემპიონატო მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.1998 წელს კალაძე მონაწილეობდა საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრაში, რომელიც 0-0 დასრულდა. მისი თქმით, კრისტიან ვიერის წინააღმდეგ კარგმა თამაშმა განაპირობა კიევის „დინამოს“ დაინტერესება ქართველი მცველით. კახა კალაძე 2001 წელს გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში კიევის „დინამოს“ 16 მილიონი ევრო გადაუხადა. თავდაპირველად კალაძე სხვადასხვა პოზიციებზე ისინჯებოდა და იაპ სტამისა და კაფუს ადგილებზეც ჩნდებოდა. 2002-2003 წლების სეზონში „მილანის“ შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა, მათ შორის 27 სერია A-ში. ამ წელს „მილანმა“ მოიგო იტალიის თასი და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა. ფინალში, პენალტების სერიაში, კალაძემ გააფუჭა პენალტი. კალაძე გახდა პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
No tags yet.
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square
bottom of page