top of page

გრიგორიანული კალენდარი


გრიგორიანული კალენდარი, გრიგოლის კალენდარი — ახალი სტილი, წელთაღრიცხვის სისტემა, რომელის შემოიღების შესახებ 1582 წელის 24 თებერვალს რომის პაპიმა გრიგოლ XIII (აქედანაა სახელწოდება) გამოაცხადა. 1582 წლის 5 ოქტომბერს რომის პაპმა გრილოლის დროს იულიუსის კალენდარს მიამატა 10 დღე და გამოცხადდა 15 ოქტომბრად. თუ XVI საუკუნის გასულს განსხვავება იულიუსისა და გრიგოროლის კალენდრებს შორის იყო 10 დღე, 1900 წლიდან განსხვავება გმოიხატება 13 დღით. პირველად იგი შემოიღეს XVI საუკუნის 80-იან წლებში იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში. პოლონეთში, საფრანგეთში, უნგრეთსა და ევრ

ოპის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში, უფრო გვიან — გერმანიაში (XVII-XVIII სს.), ინგლისში (XVIII ს.), იაპონიაში (XIX ს.). 1752 წლის 2 სექტემბერს დიდი ბრიტანეთი გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა, თითქმის ორი საუკუნით გვიან ვიდრე დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი.რევოლუციის წინადროინდელ რუსეთში ახალი სტილი არ იყო შემოღებული. იგი შემოიღეს ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1918 წლის 24 იანვრის დეკრეტით. ამ დროისათვის იულიუსის კალენდარი 13 დღე-ღამე „ჩამორჩებოდა“, ამიტომ 1 თებერვალი 14 თებერვლად გამოცხადდა. კვირის დღეები ორივე კალენდარში ერთი-მეორეს ემთხვევა. ამჟამად მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოში გრიგორიანულ კალენდარს იყენებენ.

გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
No tags yet.
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square
bottom of page