ამერიკის ხმა
- თანამგზავრი
- Feb 24, 2017
- 1 min read

„ამერიკის ხმა“ (ინგლ. Voice of America, VOA) – აშშ–ს მთავრობის ოფიციალური საგარეო, სამაუწყებლო ქსელი. ინფორმაციას გადასცემს 46 ენაზე, რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით მთელი პლანეტის მასშტაბით (აშშ–ს ტერიტორიის გარდა). მისი სიხშირეების ტრანსლირება ხდება თანამგზავრების საშუალებით, ასევე – FM, AM და მოკლეტალღური რადიო დიაპაზონებით. გააჩნია მრავალენოვანი საიტი. მთავარი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატებისათვის დადებითი იმიჯის შექმნაა. ამერიკის ხმა პირველად ეთერში გავიდა 1942 წლის თებერვალში. არსებობის განმავლობაში შედიოდა რამდენიმე უწყების შემადგენლობაში. 1942–1945 წლებში ექვემდებარებოდა აშშ–ის სამხედრო ინფორმაციის ოფისს, 1945–1953 წლებში – სახელმწიფო დეპარტამენტს, 1953–1999 წწ. – ინფორმაციის სააგენტოს, ხოლო 1999 წლის შემდეგ მას მაუწყებლობის მმართველთა საბჭო მართავს.ჯერ კიდევ 1940 წელს ნაცისტურ პროპაგანდასთან საბრძოლველად ამერიკის მთავრობამ დაიწყო ლათინური ამერიკის საკუთარი მოკლეტალღური რადიო სიხშირეებით დაფარვა. იგი პრეს–რელიზებს გადასცემდა თითოეულ რადიოსადგურს და მას ეთერში კითხულობდნენ. 1942 წლის 24 თებერვალს კი მაუწყებლობა დაიწო თვითონ რადიოსადგურმა ამერიკის ხმამ, რომელმაც მოიცვა იაპონია, წყნარი ოკეანის სამხრეთ რეგიონები, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. რადიოს დევიზი იყო „ახალი ამბები შეიძლება იყოს ცუდი ან კარგი, ჩვენ გეტყვით სიმართლეს“.მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ამერიკის ხმას 39 გადამცემი ემსახურებოდა, მაუწყებლობა მიმდინარეობდა 40 ენაზე. გადაიცემოდა მუსიკა, ახალი ამბები და კომენტარები. 1945 წელს რადიო სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცა, გაუქმდა არაბული განყოფილება და პროგრამების თითქმის ნახევარი.
Comments