Search
ჯულიეტა მაზინა
- თანამგზავრი
- Feb 22, 2017
- 1 min read

ჯულიეტა მაზინა (იტალ. Giulietta Masina, დ. 22 თებერვალი, 1921 — გ. 23 მარტი, 1994) — კინოსა და თეატრის იტალიელი მსახიობი. სახელი გაითქვა ფილმებით „გზა“ და „კაბირიას ღამეები“, რომლებმაც 1956 და 1957 წლებში საუკეთესო უცხოური ფილმების კატეგორიაში ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოები მიიღეს. 1957 წლის კანის კინოფესტივალის ფარგლებში მაზინას ფილმისათვის „კაბირიას ღამეები“ მიენიჭა წლის საუკეთესო მსახიობის წოდება.
მაზინა იყო რეჟისორ ფედერიკო ფელინის მეუღლე. განსახიერებული პერსონაჟების ხასიათების გამო მას ხშირად უწოდებენ "ქალ ჩაპლინს".
Comentarios