top of page

ჯორჯ ვაშინგტონი

  • თანამგზავრი
  • Feb 22, 2017
  • 1 min read

ჯორჯ ვაშინგტონი (ინგლ. George Washington; დ. 22 თებერვალი 1732, ვესმორლენდ ქაუნთი — გ. 14 დეკემბერი 1799, მაუნტ-ვერნონი, აშშ) — ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი 1789-1797 წლებში. დაიბადა ბრიტანული წარმოშობის მდიდარ ოჯახში, ვირჯინიის პროვინციაში. ვაშინგტონი მუშაობდა თავისი ნახევარძმის პლანტაციაში, მაუნთ ვერნონში, რომელიც შემდგომ მემკვიდრეობით მიიღო.ოფიცერმა ჯორჯ ვაშინგტონმა ყურადღება პირველად ფრანგებისა და ინდიელების ომში (1754-1763 ) მიიქცია. გარკვეული დროის შემდეგ მან დატოვა თავის პოსტი, რათა ექორწინა მართა დენდრიჯ ფარქ-ქასთისზე, მდიდარ, ორ შვილიან ქვრივზე. იგი არჩეულ იქნა მოქალაქეთა პალატაში და ამერიკის რევოლუციის დაწყებისთანავე მისი ლიდერი გახდა, იგი ესწრებოდა კონტინენტალური კონგრესის ორივე მოწვევას. ამერიკის რევოლუციის დროს (1775–83) ვაშინგტონი დანიშნულ იქნა კონტინენტალური არმიის მთავარსარდლად, მისი მეთაურობით კონტინენტალურმა არმიამ ბრიტანელებზე გაიმარჯვა.ჯორჯ ვაშინგტონი, 1789 წელს, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია მიიღეს, აირჩიეს ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პრეზიდენტად. მისი ორი ვადით პრეზიდენტობის დროს დაარსდა ძირითადი ინსტიტუტები და სტრუქტურები, რომლებიც დღემდე მოქმედებენ. 1797 წელს მეორე საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ჯორჯ ვაშინგტონი დაბრუნდა მაუნთ-ვერნონში, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა და გარდაიცვალა.

ความคิดเห็น


გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square

უნიკალური ნახვა

თანამგზავრი

გამოგვყევი

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

კონტაქტი

+995 0322 81 01 01

მისამართი

კოსტავას 69

©2017 by Tanamgzavri. all rights reserved.

bottom of page