ნიუ-იორკერი
- თანამგზავრი
- Feb 21, 2017
- 1 min read

ნიუ-იორკერის დებიუტი 1925 წლის 21 თებერვალს შედგა. ჟურნალი დააფუძნეს ჰაროლდ როსმა და მისმა მეუღლემ, ტაიმსის რეპორტიორმა, ჯეინ გრანტმა. ჟურნალების „Judge“ და „ლაიფ“ უკბილო იუმორისტული პუბლიკაციებით მობერზრებულ როსს სურდა ენამახვილი მაღალმხატვრული იუმორისტული ჟურნალის შექმნა. ამ იდეით ის დაუკავშირდა მეწარმე რაულ ფლაიშმანს; შედეგად მათ "ეფ-არ პაბლიშინგ" კომპანია დააფუძნეს და ჟურნალის პირველი ოფისი 25 ვესტ 45-ე ქუჩაზე, მანჰეტენზე გაიხსნა. როსი სიცოცლხის ბოლომდე (1951) აგრძელებდა ჟურნალის რედაქტორობას.

ჟურნალის პირველ გარეკანზე გამოსახული დენდი, რომელიც მონოკლით პეპელას უთვალთვალებს რი ირვინის ნახატი იყო, რომელსაც ასევე ეკუთვნის ჟურნალის გარეკანზე სახელისა და სტატიათა სათაურების შრიფტის დიზაინი. ამ ნახატზე გამოსახულ მამაკაცს „ევსტასი ტაილი“-დ (Eustace Tilley) მოიხსენიებდნენ, ხასიათი, რომელიც ნიუ-იორკერისთვის კოვი ფორდმა შექმნა. ევსტასი სერიათა „ჟურნალის შექმნაში“ (The Making of a Magazine) გმირი იყო, რომელიც გარეკანის შიგა გვერდზე ჟურნალის პირველი ზაფხულის 8 აგვისტოს გამოცემიდან გამოჩნდა.
Comments