top of page

ჯორდანო ბრუნოს დაწვა კოცონზე

  • თანამგზავრი
  • Feb 17, 2017
  • 1 min read

ჯორდანო ფილიპო ბრუნო (დ. 1548, ნოლა, ნეაპოლის მახლობლად — გ. 17 თებერვალი, 1600, რომი) — იტალიელი ასტრონომი, ასტროლოგი, ფილოსოფოსი და პოეტი, დომინიკელთა ორდენის წევრი, პანთეიზმის წარმომადგენელი.

1592 წელს კათოლიკური ეკლესიის მსახურებმა ბრალად დასდეს ერეტიკოსობა და თავისუფალი აზროვნება. 8 წლის განმავლობაში ჯორდანო ბრუნო ციხეში იმყოფებოდა, ხოლო 1600 წლის 17 თებერვალს იგი კოცონზე დაწვეს.

ბრუნომ თავისი ფილოსოფიური შეხედულებები ჩამოაყალიბა შრომებში: „მიზეზის, საწყისისა და ერთიანის შესახებ“, 1584 წელი; „მონადის, რიცხვისა და ფიგურის შესახებ“, 1591 წელი; „განუზომლისა და ურიცხვის შესახებ“, 1591 წელი; ბრუნოს აზრით სამყარო უსასრულოა, იგი ერთგვაროვანი (ერთი და იმავე ელემენტებისაგან - ჰაერის, ცეცხლის, მიწის, წყლისა და ეთერისაგან შემდგარი) და ერთი საწყისიდან - მონადიდან წარმომდგარი სისტემაა, რომელსაც აქვს ახალ-ახალი ფორმების წარმოქმნის უნარი.

Comments


გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square

უნიკალური ნახვა

თანამგზავრი

გამოგვყევი

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

კონტაქტი

+995 0322 81 01 01

მისამართი

კოსტავას 69

©2017 by Tanamgzavri. all rights reserved.

bottom of page