Search
მაიკლ ჯორდანი
- თანამგზავრი
- Feb 17, 2017
- 1 min read

მაიკლ ჯეფრი ჯორდანი (ინგლ. Michael Jeffrey Jordan; ასევე ცნობილი ინიციალებით — MJ[1]; დ. 17 თებერვალი, 1963, ბრუკლინი, ნიუ-იორკი) — ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშე, რომელიც ამჟამად შარლოტ ბობკეტსის მთავარი მფლობელია. ჯორდანმა 1980-1990-იანი წლებში აქტიური როლი ითამაშა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პოპულარიზაციაში მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ასევე შეძლო ამ პერიოდის განმავლობაში ჩიკაგო ბულზის ისტორიაში 6 NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ჯორდანი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვებ-მისამართზე აღწერილია: „ხმამაღალ განცხადებებზე დაყრდნობით, მაიკლ ჯორდანი ყველაზე დიდი მოთამაშე იყო ყველა დროის განმავლობაში“.
Comments