ეგნატე ნინოშვილი
- თანამგზავრი
- Feb 17, 2017
- 1 min read

ეგნატე ნინოშვილი (ნამდვილი გვარი ინგოროყვა; დ. 17 თებერვალი, 1859 ― გ. 12 მაისი, 1894) — XIX საუკუნის ქართველი მწერალი ეგნატე ინგოროყვა ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მაზრის სოფელ ყელაში (ამჟამინდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) დაიბადა. ეგნატეს მამა, თომა, საბატონო ყმა იყო. გლეხთა წრიდან იყო გამოსული ეგნატეს დედაც — ნინო ბარამიძე. თომა ინგოროყვას ოჯახში ეგნატე ერთადერთი ბავშვი იყო. მას დედა ოთხი თუ ხუთი თვისას გარდაეცვალა, მაგრამ დედობრივი ამაგი დასდო უფროსმა მამიდამ, ნინომ, რომელიც მუდამ მშობლიური ალერსითა და ზრუნვით ეპყრობოდა დაბადებითვე სუსტი ფიზიკური აგებულების ბავშვს. მან შეასწავლა 7-8 წლის ეგნატეს ანბანი.1870 წელს ეგნატე ერთ მღვდელს მიაბარეს, რომელიც ბავშვს ლოცვებსა და ხუცურს ასწავლიდა. შემდეგ იგი გაგზავნეს ფოთში, იმავე მღვდლის ძმისწულთან, ხე-ტყით მოვაჭრე აზნაურთან, რომელმაც ეგნატე მოსამსახურედ გაიხადა და სამზარეულოში ჩაკეტა. აქ ბავშვი სავსებით მოწყდა სწავლას. მალე იგი ბიძამისმა ალექსი ინგოროყვამ შინ წაიყვანა.1871-1875 წლებში ეგნატე მშობლიურ სოფელში იყო და სოფლის სკოლაში სწავლობდა. სიღარიბის გამო დროგამოშვებით იძულებული იყო სკოლისთვის თავი მიენებებინა და მწყემსად დამდგარიყო, მაგრამ დამოუკიდებელ სწავლაზე ხელი არ აუღია. იგი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში შესასვლელად ემზადებოდ, რაც 1876 წლის თებერვალში მოახერხა კიდეც. 1890 წელს ეგნატე ყვირილაში (ზესტაფონი) მუშაობს ნ. ღოღობერიძის შავი ქვის კანტორაში მძიმე და მომქანცველ სამუშაოზე. ეგნატე ჭლექით დაავადდება. 1890-1891 წლებში შექმნა ,,სიმონა“, ,,უცნაური სენი“, ,,პალიასტომის ტბა“, ,,არშიყნი“, ,,ქრისტინე“. ამავე პერიოდში ეგნატე აქტიურად მონაწილეობს რევოლუციურ მოძრაობაში. ეგნატე ნინოშვილი გარდაიცვალა 1894 წლის 12 მაისს, 35 წლის ასაკში. მწერლის დაკრძალვის დღეს, სოფელ ჩანჩეთის სასაფლაოზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა სილიბისტრო ჯიბლაძემ, რომელმაც გამოამზეურა და საზოგადოებას წარუდგინა მესამე დასის პოლიტიკური პროგრამა.
აკაკი წერეთელმა ეგნატე ნინოშვილს ”მომავლის გაზაფხულის პირველი მერცხალი” უწოდა.
Comments