ბილი ჯო არმსტრონგი
- თანამგზავრი
- Feb 17, 2017
- 2 min read
ბილი ჯო არმსტრონგი (ინგლ. Billie Joe Armstrong; დ. 17 თებერვალი, 1972) – ამერიკელი ვოკალისტი, გიტარისტი, სიმღერების ავტორი, პანკ–როკ ჯგუფის Green Day-ს პროდიუსერი. ასევე არის ვოკალისტი და გიტარისტია ჯგუფებში Pinhead Gunpowder, The Network და Foxboro Hot Tubs. ბილი ჯო არმსტრონგი დაიბადა 1972 წლის 17 თებერვალს პატარა ქალაქ როდეოში, კალიფორნიის შტატში. იყო ყველაზე უმცროსი 6 შვილიდან. მისი მამა, ენდი მტვირთავად მუშაობდა და ამავე დროს დროდადრო პატარა კლუბებში ასრულებდა ჯაზს. ბილის დედა, ოლი ჯექსონი ქალაქის ერთ–ერთი რესტორანში მუშაობდა მიმტანად. 1982 წლის სექტემბერში, როდესაც მომავალი ვარსკვლავი მხოლოდ 10 წლის იყო, მისი მამა ენდი კუჭის კიბოთი გარდაიცვალა. ორი წლის შემდეგ ბილის დედა გათხოვდა, რასაც ბილი საშინლად განიცდიდა და მამინაცვლისადმი უარყოფოთი დამოკიდებულება ჰქონდა.სიმღერა 5 წლის ასაკში დაიწყო. ის ხშირად მიდიოდა საავადმყოფოში და პაციენტებს უტარებდა კონცერტებს. ბილიმ დაწერა თავის პირველი სიმღერა „Look For Love“, რომელიც ჩაწერა ადგილობრივ კომპანიაში Fiat Records. 12 წლის ასაკში დედამ ბილის პირველი ელექტრო–გიტარა აჩუქა.12 წლის ასაკში ბილიმ გაიცნო მაიკ დირნტი სკოლის სასადილოში. ისინი იმდენად დამეგობრდნენ, რომ ღამღამობით ერთმანეთთან რჩებოდნენ ხოლმე, ისინი უსმენდნენ და ასრულებდნენ ისეთი როკებს, როგორიცაა ოზზი ოსბორნი, დეფ ლეპარდი და ვან ჰალენი. დიდი გავლენა მოახდინა მათ შემოქმედებაზე ჯგუფმა „Bay Area“, 80–იან წლებში. 14 წლის ასაკში, ბილი ჯომ შექმნა თავისი პირველი სიმღერა („Why Do You Want Him?“), მოგვითხრობდა მის დედაზე და მამინაცვალზე. 1987 წელს ბილი ჯომ და მაიკმა ჯგუფში Sweet Children-ში მოიწვიეს დრამერი ჯონ კრიფტმაიერი (John Kriftmeyer),რომელმაც ფსევდონიმი აიღო ალ სობრანტი (Al Sobrante), და დაიწყეს მათი შემოქმედებითი კარიერა. მათი პირველი გამოსვლა შედგა კლუბ Rods Hickory Pit in Vallejo. 18 წლის ასაკში ბილიმ მიატოვა სკოლა(თითქმის ამთავრებდა)და მთელი თავის დრო მიუძღვნა sweet children-ს,მისი მოწოდება იყო მუსიკა. 1990 წელს დრამერი ალ სობრანტი წავიდა ჯგუფიდან. ბილი და მაიკი ეძებდნენ დრამერს. საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა Frank Wright, რომელსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ როგორც ტრი ქული. მისი მოსვლის შემდეგ ჯგუფმა შეიცვალა სახელი და დაირქვა Green Day. მაგრამ მაშინ ყველაფერი მხოლოდ იწყებოდა. თავისი პირველი ტურნე ქვეყანაში ტრეს მამასთან ერთად, რომელიც ატარებდა მათ თავისი ძველი სახლით ბორბლებზე.
Comments