top of page

ამერიკის ხმა სსრკ-ზე იწყებს მაუწყებლობას

  • თანამგზავრი
  • Feb 17, 2017
  • 1 min read

ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკის ხმის ისტორიაში ცივი ომის პერიოდი იყო. 1947 წლის 17 თებერვლიდან დაიწყო გადაცემები რუსულ ენაზე. ამ პერიოდში რადიო აშშ–ის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ნაწილად იქცა, რომელიც ცდილობდა რკინის ფარდის მიღმა დარჩენილი ერების ინფორმირებას. საბჭოთა კავშირმა 1949 წლიდან დაიწყო რადიოს ჩახშობა, ასევე მოიქცნენ სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებიც, თუმცა ზოგიერთ მათგანში ჩათვალეს, რომ ამის გაკეთება არ ღირდა, ვინაიდან მოსახლეობაზე ეს გადაცემები ზემოქმედებას არ ახდენდა. პოლონეთმა 1956 წელს შეწყვიტა ამერიკის ხმის დაბლოკვა, ბულგარეთმა 1970 წელს. მიუხედავად ამ ქვეყნების ასეთი პოზიციისა, ცივი ომის შემდგომ მიცემულ ინტერვიუებში უამრავი ექს–კომუნისტური ქვეყნის ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ რადიო ძალიან პოპულარული იყო სოციალისტურ საზოგადოებებში.

Comments


გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square

უნიკალური ნახვა

თანამგზავრი

გამოგვყევი

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

კონტაქტი

+995 0322 81 01 01

მისამართი

კოსტავას 69

©2017 by Tanamgzavri. all rights reserved.

bottom of page