top of page

ნიკოლოზ მუსხელიშვილი

  • Writer: არჩილ ბუბუტეიშვილი
    არჩილ ბუბუტეიშვილი
  • Feb 16, 2017
  • 1 min read

ნიკოლოზ (ნიკო) მუსხელიშვილი (დ. 16 თებერვალი, 1891, თბილისი, საქართველო — გ. 16 ივლისი, 1976, თბილისი, საქართველო) — ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი; საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1939) და პრეზიდიუმის წევრი (1942-1953; 1957-1972). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი (1941-1972). საპატიო პრეზიდენტი (1972). მათემატიკისა და მექანიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი; სკკპ წევრი 1940 წლიდან. სოციალისტური შრომის გმირი (1945). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1922 წლიდან). 1933-1935 და 1941 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი. 1956 წლიდან გამოყენებითი მექანიკის კონგრესთა საერთაშორისო კომიტეტის წევრი იყო, ხოლო 1960 წლიდან თეორიული და გამოყენებითი მექანიკის საერთაშორისო კავშირის ბიუროს წევრი.

Comments


გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square

უნიკალური ნახვა

თანამგზავრი

გამოგვყევი

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

კონტაქტი

+995 0322 81 01 01

მისამართი

კოსტავას 69

©2017 by Tanamgzavri. all rights reserved.

bottom of page