ლიტვა-დამოუკიდებლობის დღე
- თანამგზავრი
- Feb 16, 2017
- 1 min read

ლიტვა (ლიტვ. Lietuva), ოფიციალურად ლიტვის რესპუბლიკა (ლიტვ. Lietuvos Respublika) — სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, ფართობითა და მოსახლეობით ბალტიისპირეთის ყველაზე დიდი ქვეყანა. მდებარეობს ბალტიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, შვედეთიდან და დანიიდან აღმოსავლეთით. ფართობი 65,3 კმ². ჩრდილოეთით ესაზღვრება ლატვია (453 კმ), აღმოსავლეთით და სამხრეთით ბელარუსი (502 კმ), სამხრეთით პოლონეთი (91 კმ), სამხრეთ-დასავლეთით რუსეთის ექსკლავი (კალინინგრადის ოლქი, 227 კმ), ხოლო დასავლეთით ბალტიის ზღვა (99 კმ).
2012 წლის აღწერის მონაცემებით ლიტვის რესპუბლიკაში ცხოვრობს 2,986,072 ადამიანი. ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია — ვილნიუსი. მოსახლეობის დიდ ნაწილს ლიტველები შეადგენენ, რომლებიც ლაპარაკობენ ლიტვურ ენაზე. მორწმუნე ლიტველები უმეტესად კათოლიკეები არიან. ლიტველების ეთნიკური ჩამოყალიბების ძირითად ბირთვს შეადგენენ სხვადასხვა მესაქონლე და მიწათმოქმედი ბალტიელი ტომები. ლიტვის რესპუბლიკის ოფიციალური ენაა ლიტვური ენა, რომელიც განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ბალტიკურ ჯგუფს. 1569 წელს ლუბლინის უნიის შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა პოლონეთისა და ლიტვის დიდი სამთავროს ერთ სახელმწიფოდ — რეჩ პოსპოლიტად გაერთიანება. ჩრდილეოთის ომის დროს რეჩ პოსპოლიტა რუსეთის მოკავშირე იყო. XVIII საუკუნეში რეჩ პოსპოლიტის სახელმწიფოს პოლიტიკური დაცემის პროცესში, ლიტვის სახელმწიფოებრიობა თანდათან გაქრა და შესაბამასად დანაწილდა კიდეც. ლიტვის დიდი ნაწილი რუსეთს შეუერთდა და მის შემადგენლობაში იყო პირველ მსოფლიო ომამდე. ლიტვის დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერეს

1918 წლის 16 თებერვალს.
Comments