top of page

კიმ ჩენ ირი

  • თანამგზავრი
  • Feb 16, 2017
  • 1 min read

კიმ ჩენ ირი (ჰანგული 김정일, ჰანჯა 金正日) (დ. 16 თებერვალი, 1941 – გ. 17 დეკემბერი, 2011) — კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ კორეა) მეთაური. კორეის შრომის პარტიის გენერალური მდივანი. ჩრდილოეთ კორეის მთავარი მხედართმთავარი. „დიდი ბელადის“ — კიმ ირ სენის ვაჟი და მემკვიდრე.

იგი იყო კორეის შრომის პარტიის (მმართველი პარტია 1948 წლიდან) გენერალური მდივანი, ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, მსოფლიოში სიდიდით მეოთხე — ჩრდილოეთ კორეის არმიის უმაღლესი მხედართმთავარი.

2009 წელს, ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე მას „უზენაესი ლიდერი“ ეწოდა. იგი ასევე წოდებულ იქნა როგორც „ძვირფასი ლიდერი“, „ჩვენი მამა“, „გენერალი“ და „გენერალისიმუსი“. მისი ვაჟი კიმ ჩენ ინი მუშათა პარტიის მმართველობაში დაწინაურებულ იქნა მმართველ პოზიციაზე. 2010 წელს ჟურნალ ფორბსის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მას (კიმ ჩჟონ ინს) 31-ადგილი ეკავა. 2011 წლის 19 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეის მთვრობამ გაავრცელა ცნობა კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შესახებ.

Comments


გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square

უნიკალური ნახვა

თანამგზავრი

გამოგვყევი

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

კონტაქტი

+995 0322 81 01 01

მისამართი

კოსტავას 69

©2017 by Tanamgzavri. all rights reserved.

bottom of page