top of page

იზა გიგოშვილი

  • თანამგზავრი
  • Feb 16, 2017
  • 1 min read

იზა შალვას ასული გიგოშვილი (დ. 16 თებერვალი, 1938, თბილისი — გ. 2003) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981). 1979 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. 1963 წელს დაამთავრა საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1963-1967 იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი, 1967-1969 - მარჯანიშვილის სახელობის თეატრისა, 1969-იდან კვლავ რუსთაველის თეატრშია. 1997 წელს დააარსა სამეფო უბნის თეატრი.გიგოშვილის თამაში გამოირჩეოდა სინატიფით, პლასტიკით, მოხდენილობითა და გარდასახვის უნარით; შექმნა მომხიბლავი და გულწრფელობით აღსავსე თავგანწირულ, შეუპოვარ ქალთა სახეები: ძაბული (კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება"), კაბილა (ა. დე მიუსეს „სიყვარული სახუმარო არ არის"), ჰერმია (უ. შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი"), ქსენია (ბ. ლავრენიოვის „რღვევა"), ნატო (ა. ჩხაიძის „ხიდი"), გრუშე ვაჩნაძე (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე"), ზიტა (გ. ლესინგის „ნათან ბრძენი"), შუშანიკი (ი. ცურტაველის „შუშანიკის მარტვილობა"), თამარი (კ. გოლდონის „მშვენიერი ქართველი ქალი") და სხვა.

Comments


გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square

უნიკალური ნახვა

თანამგზავრი

გამოგვყევი

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

კონტაქტი

+995 0322 81 01 01

მისამართი

კოსტავას 69

©2017 by Tanamgzavri. all rights reserved.

bottom of page