top of page

SUBWAY

  • თანამგზავრი
  • Feb 16, 2017
  • 2 min read

საბვეის სწრაფი კვების რესტორნების ქსელი მაკდონალდსთან, ბურგერ კინგთან, KFC -სა და Pizza Hut - თან ერთად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია მთელ მსოფლიოში.

ისტორია კი ასე იწყება: 1965 წელს ფრედ დე ლუკამ, რომელსაც სამედიცინო განათლების მისაღებად ფინანსები სჭირდებოდა, ოჯახის მეგობრის, პიტერ ბეკის რჩევით, სენდვიჩების გასაყიდი პატარა დახლი დადგა. 1000 დოლარით დაწყებული ბიზნეს პარტნიორობით საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას, რომელმაც ფასთ ფუდის ინდუსტრია თავიდან ბოლომდე ამოატრიალა.

პირველი დაწესებულება 1965 წელს აშშ-ში, კონეკტიკუტის ქალაქ ბრიჯპოსტში გაიხსნა. პარტნიორებმა გადაწყვიტეს 10 წელიწადში 32 რესტორანი გაეხსნათ. ფრედმა მალევე აუღო ალღო ბიზნესს და გააცნობიერა, რომ მომხმარებლისთვის ხარისხიანი საკვების შეთავაზება და მაღალი დონის მომსახურეობა - პირველი და მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო. მთავარი ფაქტორი იყო ასევე მომავალი რესტორნისთვის სწორი ადგილმდებარეობის შერჩევა.

გარკვეული პერიოდი რესტორნები ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მოტივების გამოყენებით ფორმდებოდა.

1974 წლიდან საბვეის უკვე 16 რესტორანი ჰქონდა. პარტნიორები მიხვდნენ, რომ 10 წლის განმავლობაში ისინი 32 რესტორანს ვერ გახსნიდნენ და ამიტომ გადაწყვიტეს თავიანთი კონკურენტების მსგავსად, ე.წ. ფრანჩაიზინგის პრინციპით ემუშავათ -- 1974 წლიდან საბვეიმ სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა. ის 14 ჯერ იყო აღიარებული, როგორც მსოფლიოს საუკეთესო ქსელი.

ბრენდზე უფლებას ამჟამად ფლობს კომპანია Doctor’s Associates, რომელიც 1965 წლიდან არსებობს. 1984 წელს უკვე მეათასე რესტორანი ამუშავდა. დღეისათვის მსოფლიოში საბვეის 50 000 მდე რესტორანი ფუნქციონირებს. 2011 წელს ეს ქსელი მსოფლიო ლიდერებს შორის იყო და აშშ-სა და კანადაში დღესაც პოპულარულია.

მენიუში სენდვიჩების გარდა სხვადასხვა სახეობის სალათებისა და პურ-ფუნთუშეულის არსებობა, ასევე კარტოფილი ფრის უგულებელყოფა, საბვეის წარმოაჩენს როგორც კომპანიას, რომელიც მომხმარებელს ჯანსაღ კვებას სთავაზობს. ეს მათ სლოგანშიც აისახება - „Eat fresh!“ - ანუ „მიირთვი ახალი (??)“. რაც შეეხება თვით სენდვიჩებს, ისინი გამოირჩევიან კონკურენტთა პროდუქციისგან ფორმით - აქვთ მოგრძო, წყალქვეშა ნავის კორპუსის მსგავსი ფორმა. უწოდებენ „Submarine sandwich” -ს- შემოკლებით - „საბის“ - სწორედ ამ შემოკლებული სახელწოდებისგან წარმოიქმნა ქსელის დასახელებაც.

სტანდარტულ რესტორნებთან ერთად, საბვეის დაწესებულებები არასტანდარტულ ადგილებშიც არის განთავსებული - მაგალითად, აქვს რამდენიმე რესტორანი ერაყში და 2 რესტორანი პენტაგონში. პენტაგონის საბვეიმ საუკეთესო სწრაფი მომსახურეობის მხრივ 8-ე ადგილი დაიკავა.

Comments


გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square

უნიკალური ნახვა

თანამგზავრი

გამოგვყევი

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

კონტაქტი

+995 0322 81 01 01

მისამართი

კოსტავას 69

©2017 by Tanamgzavri. all rights reserved.

bottom of page