top of page

წმინდა ვალენტინის დღე

  • თანამგზავრი
  • Feb 14, 2017
  • 2 min read

წმინდა ვალენტინის დღე, ან შეყვარებულების დღე, სიყვარულის დღე — დღესასწაული, რომელიც 14 თებერვალს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თუმცა მათგან უმეტესში არ არის არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული. როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები, ისინი ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული ხასიათის ღია ბარათებს, ე.წ. „ვალენტინებს“.

ვალენტინობის დღის აღნიშვნა სათავეს მეხუთე საუკუნის რომიდან იღებს, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა. დღესდღეობით 14 თებერვალი, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალური საეკლესიო დღესასწაული, აღინიშნება მხოლოდ პროტესტანტულ ნაწილში, ლუთერანული და ანგლიკანური ეკლესიების მიერ. მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდანის ხსენების დღეა 19 ივლისი (ძველი სტილით 6 ივლისი). კათოლიკური ეკლესია არ აღნიშნავს ამ დღეს ოფიციალურად, 1969 წლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ. ამ დღის ასოცირება რომანტიულ საყვარულთან

ძველი რომში 14 თებერვალს აღინიშნებოდა ლუპერკალია — ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნისადმი (ლუპერკისადმი) მიძღვნილი ეროტიკული დღესასწაული.როგორც ჩანაწერებიდან ვგებულობთ, ამ დღეს ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და მისგან მათრახებს აკეთებდნენ. შემდეგ ახალგაზრდა შიშველი მამაკაცები იღებდნენ ამ მათრახებს და ქალებს ცემით მიერეკებოდნენ ქალაქში. ქალები კი ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზედ გავრცელებული რიტუალი იყო რომში, რომელშიც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ; ამის მიზეზად კი უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 276 წელს ჩვილთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობა და მუცლის მოშლა ძალზედ ხშირი მოვლენა იყო.494 წელს რომის პაპმა გელასიუს პირველმა აკრძალა ლუპერკალიის აღნიშნვა და დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის სახელით, რომელიც 269 წელს რომის იმპერატორმა კლავდიუს მეორემ სიკვდილით დაასჯევინა, 14 თებერვალს ქრისტიანული წესების აღსრულების გამო.ლეგენდის თანახმად, მრისხანე მეფე კლავდიუსი მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი კაცი. ამიტომაც ქორწინება აკრძალა, ხოლო ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს მეფისგან მალულად აღასრულებდა.გადმოცემის მიხედვით, ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებშია დაკრძალული. წმინდანი სიყვარულის და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად მიიჩნევა.

Comments


გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square

უნიკალური ნახვა

თანამგზავრი

გამოგვყევი

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

კონტაქტი

+995 0322 81 01 01

მისამართი

კოსტავას 69

©2017 by Tanamgzavri. all rights reserved.

bottom of page