კორპორაცია IBM
- თანამგზავრი
- Feb 14, 2017
- 1 min read

IBM (International Business Machines Corporation) — კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია მსოფლიოში. დაარსდა 1911 წელს. ამჟამად შტაბ–ბინა განლაგებულია ქალაქ არმონკში (ნიუ-იორკის შტატი). კომპანიის თანამშრომლები ატარებენ ცისფერ უნიფორმას, რის გამოც კომპანიას ხშირად „ცისფერ გიგანტს“ უწოდებენ. კომპანიის შექმნის ისტორია უკავშირდება გერმანელ იმიგრანტ ჰერმან ჰოლერიტს, რომელმაც 1888 წელს შექმნა პირველი ელექტრო-მექანიკური გამომთვლელი მანქანა, ტაბულატორი. გამოგონებამ იმდენად დიდი პოპულარობა ჰპოვა, რომ 1896 წელს ჰოლერიტმა დააარსა კომპანია სახელწოდებით Tabulating Machine Co. 1911 წლის 15 ივნისს კომპანია გაერთიანდა ორ ფირმასთან, რომლებიც ასევე მუშაობდნენ მონაცემების დამუშავების ავტომატიზაციის მიმართულებით. გაერთიანების შედეგად შეიქმნა კომპანია Computing Tabulating Recording (CTR), რომელმაც 1924 წელს მიიღო საბოლოო სახელწოდება International Business Machines (IBM).
Comments