top of page

ჟორჟ სიმენონი

  • თანამგზავრი
  • Feb 13, 2017
  • 1 min read

ჟორჟ ჟოზეფ ქრისტიან სიმენონი (Georges Joseph Christian Simenon; დ. 13 თებერვალი, 1903, ლიეჟი ― გ. 4 სექტემბერი, 1989, ლოზანა) — ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერალი. პირველ ნაწარმოებებს აქვეყნებდა ჟორჟ სიმის სახელით. 1931 წელს გამოაქვეყნა „პიტერ ლატვიელი“.. აქედან დაიწყო მისი მძაფრსიუჯეტიანი რომანებისა და მოთხრობების სერია, რომლის მთავარი გმირია კომისარი მეგრე. ამ სერიაში აღსანიშნავია : „მეგრე მოგზაურობს“, „მეგრე და მაწანწალა“ და სხვ. სიმენონი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ მწერლად ითვლება. მას შეეძლო დღეში 80-მდე გვერდის დაწერა. სიცოცხლის განმავლობაში მას 450 რომანი და მცირე ზომის ნაწარმოებები აქვს გამოქვეყნებული. თუმცა ყველაზე ცნობილი მისი 75 რომანი და 28 მოთხრობაა კომისარ მეგრეს თავგადასავლებზე. ამ სერიის პირველი რომანი „პიეტრ–ლე–ლეტონი“ გამოჩნდა 1931 წელს; ბოლო, „მეგრე და მუსიე შარლი“ კი - 1972-ში. მეგრეს რომანები თითქმის ყველა მთავარ ენაზეა ნათარგმნი და ზოგი მათგანი ფილმადაცაა გადაღებული (დაწყებული „ღამე გზის გასაყარზე“, ჟან რენუას ეკრანული ადაპტაცია 1932 წელს).ამერიკული პერიოდის განმავლობაში სიმენონი შემოქმედებით მწვერვალს აღწევს და ამ წლების რამდენიმე რომანი მათი დაწერის ადგილის კონტექსტითაა შთაგონებული: სამი ოთახი მანჰეტენზე(1946), მეგრე ნიუ-იორკში (1947), მეგრე განრისხებულია (1947).

Comentários


გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square

უნიკალური ნახვა

თანამგზავრი

გამოგვყევი

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

კონტაქტი

+995 0322 81 01 01

მისამართი

კოსტავას 69

©2017 by Tanamgzavri. all rights reserved.

bottom of page