top of page

პიტერ გებრიელი

  • თანამგზავრი
  • Feb 13, 2017
  • 1 min read

პიტერ ბრაიან გებრიელი (ინგლ. Peter Gabriel დ. 13 თებერვალი, 1950, სურეის საგრაფო, ინგლისი) — ინგლისელი მუსიკოსი. მისი მამა იყო ელექტროინჟინერი, ხოლო მისი დედა მუსიკალური ოჯახიდან იყო და ასწავლიდა პიტერს კლარნეტზე დაკვრას. პიტერი დადიოდა კერძო სკოლაში, სურეის საგრაფოში, შემდეგ - 1963 წლიდან, ჩარტერჰაუსის სკოლაში. პირველ როკ-ჯგუფებში გებრიელი დასარტყმელებზე უკრავდა. მაიკ რეზერფორდი 1985 წელს ამბობდა: „პიტერი იყო და, ჩემი აზრით, კვლავ არის იმედგაცრუებული დრამერი“. 1967 წელს, ჩარტერჰაუსის სკოლაში სწავლისას, გებრიელმა დააარსა ჯგუფი ჯენესისი. მასთან ერთად კოლექტივში შედიოდნენ ტონი ბენქსი (კლავიშებიანები), ენტონი ფილიპსი (გიტარა), მაიკ რეზერფორდი (ბას-გიტარა) და კრის სტიუარტი (დასარტყმელი საკრავები). ჯგუფის სახელწოდება მათი პროდიუსერის, ჯონათან კინგის იდეა იყო, რომელიც ალბომ From Genesis to Revelation-ის პროდიუსერი იყო.გებრიელის სიმღერის სტილზე გავლენა იქონია სხვადასხვა მუსიკოსმა, მაგალითად, Family-ს წამყვანმა ვოკალისტმა როჯერ ჩეპმენმა. 1970 წელს მან დაუკრა კეტ სტივენსის ალბომზე Mona Bone Jakon. ჯგუფის დატოვების შემდეგ იგი წარმატებულ სოლო-კარიერას მიჰყვება, მუშაობს ეთნიკური მუსიკის შემსრულებლებთან და ითვისებს ციფრული მუსიკის მიწოდების თანამედროვე სტანდარტებს.იგი აგრეთვე მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებშიც.

Comments


გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square

უნიკალური ნახვა

თანამგზავრი

გამოგვყევი

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

კონტაქტი

+995 0322 81 01 01

მისამართი

კოსტავას 69

©2017 by Tanamgzavri. all rights reserved.

bottom of page