ზაზა ფაჩულია
- თანამგზავრი
- Feb 10, 2017
- 1 min read

დღეს ჩვენი საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას დაბადების დღეა. ზაზა დაიბადა 1984 წლის 10 თებერვალს, თბილისში — ქართველი კალათბურ
თელი, რომელიც ამჟამად NBA-ის კლუბ „გოლდენ-სტეიტ უორიორსის“ ღირსებას იცავს. 2003-04 წლების სეზონში ქართველი ცენტრი „ორლანდო მეჯიკში“ ირიცხებოდა, 2004-05 წლების სეზონი კი „მილუოკი ბაქსში“ გაატარა. შემდეგ ის „ატლანტა ჰოუკსში“ გადაბარგდა, სადაც 8 სეზონი იასპარეზა. 2013 წლის სეზონის დასაწყისში „მილუოკი ბაქსში“ დაბრუნდა, ხოლო 2015 წლის ზაფხულიდან „დალას მავერიქსის“ ღირსებას იცავდა. 2016 წლის 5 ივნისს ზაზა თავისუფალი აგენტის სტატუსით „გოლდენ სტეიტს“ შეურთდა. მან ლიგის ფინალისტთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს ნაკრების წევრია 2000 წლიდან. თურქეთის ჩემპიონი (2001) და თასის მფლობელი (2003), თურქეთის პრეზიდენტის თასის ორგზის მფლობელი (2002, 03).
Comments