top of page

დევისის თასი

  • თანამგზავრი
  • Feb 9, 2017
  • 1 min read

დეივისის თასი — პრესტიჟული საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი მამაკაცთა ეროვნულ ნაკრებებს შორის. ატარებს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია. 1899 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის 4 სტუდენტს გაუჩნდა იდეა ჩაეტარებინათ საერთაშორისო ტურნირი ტენისში რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ეროვნული ნაკრებები. მათ შორის იყო დუაიტ დევისი , რომელმაც შეიმუშავა ტურნირის ჩატარების სქემა და თავისი ფულით შეიძინა პრიზი - ვერცხლის თასი.პირველი ტურნირი ჩატარდა ბრუკლაინში(მასაჩუსეცის შტატში) 1900 წელის 9 თებერვალს და მასში მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ჩოგბურთელებმა. ამ შეჯიბრში ამერიკელებმა გაიმარჯვეს. 2005 წლიდან ტურნირში 134 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს, მათ შორის საქართველო. ყველაზე წარმატებული გუნდები არიან აშშ-ისა (მოგებული აქვს 32-ჯერ) და ავსტრალიის (მოგებული აქვს 28-ჯერ) ნაკრებები.დეივისის თასის ანალოგიურია ფედერაციის თასი, რომელიც ქალთა ეროვნულ ნაკრებებს შორის იმართება.

Commenti


გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square

უნიკალური ნახვა

თანამგზავრი

გამოგვყევი

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

კონტაქტი

+995 0322 81 01 01

მისამართი

კოსტავას 69

©2017 by Tanamgzavri. all rights reserved.

bottom of page