top of page

ბორის პასტერნაკი

  • თანამგზავრი
  • Feb 10, 2017
  • 1 min read

ბორის ლეონიდის ძე პასტერნაკი (დ. 29 იანვარი/10 თებერვალი, 1890, მოსკოვი, რუსეთის იმპერია — გ. 30 მაისი, 1960, პერედელკინო, მოსკოვის ოლქი, სსრკ) — რუსი პოეტი და მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1958).

ბორის პასტერნაკის მამა, ლეონიდ პასტერნაკი მხატვარი იყო, ხოლო დედა პიანისტი. მათ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ლწერლები ლევ ტოლსტოი, სკრიაბინი, სეროვი. ამან პასტერნაკის მომავალ შემოქმედებაზე იქონია გავლენა. პასტერნაკი თავდაპირველად ხატვას სწავლობდა. 1903-08 წლებში ემზადებოდა კომპოზიტორობისთვის. 1909 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, 1912 წელს ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა გერმანიაში, მარბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1913 წელს დაბრუნდა მოსკოვში, სადაც დაამთავრა უნივერსიტეტი.

1931 წელს პასტერნაკმა იმოგზაურა საქართველოში, სადაც დაუახლობდა ცისფერყანწელებს: ტიციან ტაბიძეს, პაოლო იაშვილს, ვალერიან გაფრინდაშვილს, კოლაუ ნადირაძეს, აგრეთვე სიმონ ჩიქოვანსადა გიორგი ლეონიძეს.1933 წელს პასტერნაკი მეორედ ეწვია საქართველოს (ამჯერად სსრკ მწერალთა კავშირის ორგკომიტეტის ბრიგადის შემადგენლობაში) და შეუდგა ქართული პოეზიის თარგმნას. ამ დროიდან 50-იანი წლების მიწურულამდე პასტერნაკმა თარგმნა ვაჟა-ფშაველას „გველის მჭამელი“, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია მთლიანად, აკაკი წერეთლის ლირიკა, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ალექსანდრე აბაშელის, იაკობ გოგებაშვილის, კოლაუ ნადირაძის, გიორგი ლეონიძის, სიმონ ჩიქოვანის, ნიკოლო მიწიშვილის, ირაკლი აბაშიძის ლექსები. საქართველოს მიუძღვნა პასტერნაკმა 2 პოეტური რკალი — „მხატვარი“ და „მგზავრის ჩანახატები“ (1936)

Commentaires


გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square

უნიკალური ნახვა

თანამგზავრი

გამოგვყევი

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

კონტაქტი

+995 0322 81 01 01

მისამართი

კოსტავას 69

©2017 by Tanamgzavri. all rights reserved.

bottom of page