top of page

ბეტოლდ ბრეხტი

  • თანამგზავრი
  • Feb 10, 2017
  • 2 min read

ბერტოლტ ბრეხტი (გერმ. Bertolt Brecht; სრული სახელი გერმ. Eugen Berthold Friedrich Brecht ოიგენ ბერტოლდ ფრიდრიხ ბრეხტი; დ. 10 თებერვალი, 1898, აუგსბურგი, ბავარია ― გ. 14 აგვისტო, 1956, ბერლინი) — გერმანელი პოეტი, პროზაიკოსი, რეჟისორი და დრამატურგი, თეატრის რეფორმატორი, თეატრ "ბერლინის ანსამბლის" დამაარსებელი. ბურჟუაზიულ ოჯახში დაბადებული ბერტოლტ ბრეხტი წერას ძალიან ადრე იწყებს, მისი პირველი ნაწარმოები 1914 წელს ქვეყნდება. იგი ჯერ ფილოსოფიას ეუფლება, შემდეგ მედიცინის სწავლას იწყებს და პირველი მსოფლიო ომის დროს ექთნად მუშაობს. 1918 წელს ბრეხტი წერს თავის პირველ პიესას, ბაალი. ამას მოჰყვება პიესები დაფდაფები ღამეში (1919) და ქალაქთა ჯუნგლებში (1921). ეს სამი ნაწარმოები ავტორის ანარქისტულ მხარეს წარმოაჩენს.1924 წელს ბრეხტის პიესები იდგმება ბერლინში, რეინჰარდტის მიერ. იმავე წელს ბრეხტის საყვარელი ხდება ელიზაბეტ ჰაუპტმანი. 1928 წელს ბრეხტი ქმნის სამგროშიან ოპერას, რომელიც მისი და საერთოდ გერმანული თეატრის ერთ-ერთი უდიდესი წარმატებაა.მალე ბრეხტი ცოლად ირთავს ჰელენს და ხდება მარქსისტი. ნაციზმის აღმასვლა იძულებულს ხდის 1933 წელს დატოვოს გერმანია, სადაც მისი ნაწარმოებები აკრძალულ იქნება. იგი მოგზაურობს ევროპაში (დანია, ფინეთი, რუსეთი), შემდეგ კი აშშ-ში, კალიფორნიაში სახლდება. 1947 წელს თავისი მარქსისტული იდეების გამო აქედანაც იძულებული ხდება გაემგზავროს. ამ პერიოდში იწერება ბრეხტის შემოქმედების დიდი ნაწილი, მათ შორის გალილეის ცხოვრება, დედა კურაჟი და მისი შვილები, არტურო უის წინააღმდეგობრივი აღმასვლა, კავკასიური ცარცის წრე და მცირე ორგანონი თეატრისთვის. ამ უკანასკნელში მოცემულია ბრეხტისეული თეორია ეპიკური თეატრისა და "დისტანციაციის" შესახებ.ბერტოლტ ბრეხტისა და ჰელენ ვეიგელის საფლავი.1949 წელს დრამატურგი საბოლოოდ სახლდება აღმოსავლეთ ბერლინში, სადაც ხელმძღვანელობს თეატრს "ბერლინის ანსამბლი" და გამოხატავს სოციალისტურ პოზიციებს. იგი აარსებს მარქსისტული მიმართულების "ეპიკურ თეატრს". მხარს უჭერს კომუნისტურ დიქტატურას და, როცა 1953 წლის 17 ივნისს გერმანიის დემოკრეტულ რესპუბლიკაში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის მუშათა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იწყება, ბრეხტი იმავე დღეს წერილს უგზავნის ვალტერ იულბრიხტს და აცნობებს, რომ მთლიანად მხარს უჭერს მთავრობას და საბჭოთა ჯარების შემოყვანას. ამ დროს წარმოთქვამს ბრეხტი თავის ცნობილ ფრაზას: "თუ ხალხი ცუდად ფიქრობს შევცვალოთ ხალხი!". გდრ-ის რეჟიმის თითქმის ოფიციალურ ფიგურად ქცეული ბრეხტი 1955 წელს იღებს სტალინის საერთაშორისო პრემიას მშვიდობისათვის. ბერტოლდ ბრეხტი ინფარქტით გარდაიცვალა 1956 წელს.

댓글


გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square

უნიკალური ნახვა

თანამგზავრი

გამოგვყევი

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

კონტაქტი

+995 0322 81 01 01

მისამართი

კოსტავას 69

©2017 by Tanamgzavri. all rights reserved.

bottom of page