top of page

რონალდ რეიგანი

  • თანამგზავრი
  • Feb 6, 2017
  • 1 min read

რონალდ უილსონ რეიგანი (ინგლ. Ronald Wilson Reagan; დ. 6 თებერვალი, 1911 — გ. 5 ივნისი, 2004) — აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი (1981–1989) და კალიფორნიის 33-ე გუბერნატორი (1967–1975).

რონალდ რეიგანი ილინოისში ნელ და ჯონ რეიგანების ოჯახში დაიბადა. საშუალო სკოლა დიქსონში დაამთავრა და სწავლა ეურეკას კოლეჯში გააგრძელა, სადაც ეკონომიკას და სოციოლოგიას სწავლობდა, ფეხბურთის გუნდში თამაშობდა და სკოლის დადგმებში მონაწილეობდა. კოლეჯის დასრულების შემდეგ რადიოში სპორტულ დიქტორად დაიწყო მუშაობა. 30-იანი წლებიდან ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, სადაც ის მსახიობი გახდა. იყო კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტი და ოცი წლის მანძილზე რეიგანმა 53 ფილმში ითამაშა. კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტის რანგში, რეიგანი კინო ინდუსტრიაში კომუნიზმის საკითხებთან დაკავშირებულ დავებში ჩაერთო. მისი ლიბერალური პოლიტიკური ხედვა კონსერვატიულით შეიცვალა.

რეიგანის პირველი ცოლი ჯეინ უაინმანი იყო. მასთან ორი შვილი მაურინი და მაიკლი ყავდა. 1952 წელს რეიგანმა ნენსი დეივისზე იქორწინა, რომელიც აგრეთვე მსახიობი იყო. მათ ორი შვილი შეეძინათ: პატრისია ენი და რონალდ პრესკოტი.

1984 წლის არჩევნებში მან უპრეცედენტოდ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მისი მეორე ვადა ძირითადად საგარეო მოვლენებით აღინიშნა: ცივი ომის დასრულებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი, ლიბიის დაბომბვა და ირან-კონტრას სკანდალის გახმაურება. რეიგანის პოლიტიკის შედეგად ნავთობის ფასი სამჯერ დაეცა, რამაც სსრკ-ს ეკონომიკა ძალიან დააზარალა.

მან საბჭოთა კავშირის ლიდერ მიხეილ გორბაჩოვთან მოლაპარაკებების სერია გამართა, რომლის კულმინაციაც საშუალო და მოკლე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება და ორივე ქვეყნის ბირთვული არსენალის შემცირება იყო. 1986 წელს რეიგანმა საგადასახადო კოდექსი სრულიად განაახლა, რის შედეგადაც მილიონობით მცირე შემოსავლის მქონე ადამიანი გადასახადისგან გათავისუფლდა.

რეიგანმა პრეზიდენტის თანამდებობა 1989 წელს დატოვა. 1994 წელს მას ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. იგი 2004 წელს, 93 წლის ასაკში, გარდაიცვალა. რეიგანი აშშ-ის ერთ-ერთ წარმატებულ პრეზიდენტად მიიჩნევა.

Comments


გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square

უნიკალური ნახვა

თანამგზავრი

გამოგვყევი

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

კონტაქტი

+995 0322 81 01 01

მისამართი

კოსტავას 69

©2017 by Tanamgzavri. all rights reserved.

bottom of page