top of page

მიხეილ თუმანიშვილი

  • თანამგზავრი
  • Feb 6, 2017
  • 1 min read

მიხეილ ივანეს ძე თუმანიშვილი (დ. 6 თებერვალი, 1921, თბილისი ― გ. 11 მაისი, 1996, თბილისი) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1961), სსრკ სახალხო არტისტი (1981). 1986 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

1949 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (გ. ტოვსტონოგოვის კლასი). 1949-1971 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში რეჟისორად. 1965-1966 წლებში მთავარ რეჟისორად. 1971-1975 იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი, 1975 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალური სახელოსნოს მთავარი რეჟისორი. 1949 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგია (1973-იდან პროფესორი). 1978 წელს საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში მისივე სახელოსნო მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი. იყო საქართველოს სსრ (1961) და სსრკ (1981) სახალხო არტისტი, კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1980, მიენიჭა წიგნისათვის სანამ „რეპეტიცია დაიწყება“), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

გარდაიცვალა 1996 წლის 11 მაისს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში

Comments


გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square

უნიკალური ნახვა

თანამგზავრი

გამოგვყევი

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

კონტაქტი

+995 0322 81 01 01

მისამართი

კოსტავას 69

©2017 by Tanamgzavri. all rights reserved.

bottom of page