ბობ მარლი
- თანამგზავრი
- Feb 6, 2017
- 1 min read
ნესტა რობერტ ბობ მარლი (დ. 6 თებერვალი, 1945 — გ. 11 მაისი, 1981) — მერიტის ორდენის მფლობელი იამაიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. იგი ცნობილი გახდა ჯგუფთან Bob Marley & The Wailers (1963–1981) ერთად სკას, როკსტედისა და რეგის შესრულებით. მარლი რჩება რეგის ჟანრის ყველაზე ცნობილ შემსრულებლად და აღიარებულია იამაიკური მუსიკისა და რასტაფარის მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად.
მარლის მუსიკაზე გავლენა იქონია მისი სამშობლოს სოციალურმა პრობლემებმა. აღიარებულია, რომ მუსიკოსმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მოვლენებში წვლილის შეტანაში. მისი ცნობილი სიმღერებია „I Shot the Sheriff“, „No Woman, No Cry“, „Could You Be Loved“, „Stir It Up“, „Jamming“, „Redemption Song“, „One Love“ და The Wailers-სთან ერთად შექმნილი „Three Little Birds“, გარდა ამისა, ცნობილია მისი სიმღერები, გამოცემული გარდაცვალების შემდეგ — „Buffalo Soldier“ და „Iron Lion Zion“. კრებული „Legend“ (1984), რომელიც მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ გამოვიდა, წარმოადგენს რეგის ჟანრის ყველაზე გაყიდვად ალბომს, რომელიც აშშ-ში 10-ჯერ გახდა პლატინის (ანუ ალმასის) სტატუსის მფლობელი. მსოფლიო მასშტაბით სულ გაიყიდა ალბომის 20 მილიონზე მეტი ასლი.
Comments