ფრანც შუბერტი
- თანამგზავრი
- Jan 31, 2017
- 1 min read
ფრანც პეტერ შუბერტი დ. 31 იანვარი, 1797, ლიხტენტალი, ვენის მახლობლად — გ. 19 ნოემბერი, 1828, ვენა — ავსტრიელი კომპოზიტორი.

მუსიკაში პირველი გაკვეთილები მიიღო მამის (ვიოლინო) და უფროსი ძმის იგნაცისაგან (ფორტეპიანო). 1808-იდან სამეფო კარის კაპელაში იყო მგალობლად. აქ მას 1816-მდე კონტრაპუნქტისა და კომპოზიციას ასწავლიდა ა.სალიერი. 1818 - 1824 შუბერტი მოღვაწეობდა უნგრეთში. პირველად მისი ნაწარმოები 1821 გამოიცა. მალე კი შუბერტის სიმღერები ფართოდ გავრცელდა. 1823 წელს შუბერტი აირჩიეს შტირიისა და ლინცის მუსიკალურ კავშირთა საპატიო წევრად. 1828 ვენაში წარმატებით შესრულდა მისი ნაწარმოებები. იმავე წლის შემოდგომაზე შუბერტი მუცლის ტიფით გახდა ავად და გარდაიცვალა.
Comments