top of page

კორონა

  • თანამგზავრი
  • Jan 31, 2017
  • 1 min read

ის მექსიკური კომპანია - გრუპო მოდელოს კუთვნილებაა, რომლის სახელითაც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ლუდი - ე.წ. ღია ფერის ლაგერი იწარმოება. ლაგერი - გერმანულად ლაგერბიარ (Lagerbier) - არის ლუდის სახეობა, რომელიც ე.წ. დაბალი დადუღების მეთოდით მიიღება და რომლის დამზადების ტექნოლოგიას 15-ე საუკუნის ცენტრალურ ევროპამდე მივყავართ. დღესდღეობით ლაგერის სახეობის ლუდს მსოფლიოში მოსახლეობის 80%-მდე მოიხმარს. გემოთი შედარებით მსუბუქი და ნაკლებ ალკოჰოლურია. გრუპო მოდელო ასევე აწარმოებს ისეთ ლუდებს , როგორიცაა მოდელო, ესტრელა, მონტეიო (Montejo)

კომპანია გრუპო მოდელო კი თავის მხრივ დღესდღეობით ბელგიური კორპორაციის - ანჰაუზერ-ბუშის კუთვნილებაა, რომელმაც ლუდსახარში 20 მილიარდ აშშ დოლარად შეისყიდა. იგი მექსიკური ლუდის მთლიანი ბაზრის 63 %- ის მფლობელია.

მსოფლიო ლუდის ბაზარზე კორონა წამყვანი ლუდია მექსიკის მიერ ექსპორტირებულ ლუდთა შორის. ის გამჭვირვალე ბოთლში ისხმება და გვირგვინის ლოგო აქვს. ბოლო წლებში გამოჩნდა კორონას ქილის ლუდიც, თუმცა მან ისეთი პოპულარობა ვერ მოიპოვა. სავაჭრო მარკის ძირითად ბრენდს წარმოადგენს კორონა ექსტრა, 4.5% ალკოჰოლის შემცველობით; პოპულარობით მეორე ადგილზეა კორონა ლაითი - ალკოჰოლის 3.7%-ით. ტრადიციული ბოთლის კორონა ექსტრას გარდა, იწარმოება ასევე პატარა მოცულობის ბოთლით, სავაჭრო მარკით - კორონიტა.

ამ ბრენდის სახელით ლუდის წარმოება 1925 წელს დაიწყო, როდესაც დაფუძნდა გრუპო მოდელოს ლუდსახარში. დღესდღეობით კომპანიას ეკუთვნის 7 ლუდსახარში ქარხანა მექსიკაში წლიურად 60 მილიონი ჰეკტოლიტრის წარმოებით.

Comments


გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square

უნიკალური ნახვა

თანამგზავრი

გამოგვყევი

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

კონტაქტი

+995 0322 81 01 01

მისამართი

კოსტავას 69

©2017 by Tanamgzavri. all rights reserved.

bottom of page