top of page

თენგიზ აბულაძე

  • Writer: არჩილ ბუბუტეიშვილი
    არჩილ ბუბუტეიშვილი
  • Jan 31, 2017
  • 1 min read

თენგიზ ევგენის ძე აბულაძე (დ. 31 იანვარი, 1924, ქუთაისი — გ. 6 მარტი, 1994, თბილისი) — ქართველი კონორეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1967), დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1972), სსრკ სახალხო არტისტი (1980).

1943-1946 სწავლობდა საქართველოს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩის სახელოსნო). აბულაძის სადიპლომო ნამუშევარია კინონარკვევი "დიმიტრი არაყიშვილი".

თენგიზ აბულაძე არის კანის IX (1956 წ) და XXXX (1987 წ) საერთაშორისო კინოფესტივალების პირველი პრემი

ის, მთავარი დიდი და ფიპრესის პრიზების მფლობელი, პორტა - ტერმას (იტალია) მეორე პრემიის (1960 წ) მფლობელი, იტალიის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის (1989 წ) მფლობელი, სან-რემოს (იტალია) საავტორო ფილმების XVII საერთაშორისო კინოფესტივალის გრან - პრის მფლობელი (1974 წ) ბრატისლავას პირველი ხარისხის (1964 წ), ედინბერგის (1956 წ), ლონდონის (1960 წ), ტაშკენტის (1958 წ) ჰელსინკის (1956 წ) საერთაშორისო კინოფესტივალების დიპლომების მფლობელი. რიგის X საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზისა და დიპლომის (1977 წ ) მფლობელი. თეირანის VI საერთაშურისო კინოფესტივალის პრიზის ოქროს ,, ფრთოსანი ჯიხვი”- ს, (1977 წ) მფლობელი, კინოხელოვნებაში ღვაწლისათვის (თბილისი) ,,ოქროს არწივი ”-ს (1993 წ) და კაბურგის (საფრანგეთი) რომანტიკული ფილმების I საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზის (1983 წ) მფლობელი, ჩიკაგოს XXII საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზის (1987 წ) მფლობელი. შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1979 წ), არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს: IX, X, XI და XV მოწვევის დეპუტატად, საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის წევრად (1992 წ) დაჯილდოებულია ღირსების (1994 წ) და საპატიო ნიშნის (1966 წ) ორდენებით, შრომის წითელი დროშის ორი ორდენით (1971 , 1976 წ), ივანე ჯავახიშვილის ( 1986 წ) და ,, თავდადებული შრომისათვის” (1976 წ) მედლებით.

Comments


გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square

უნიკალური ნახვა

თანამგზავრი

გამოგვყევი

  • Facebook Social Icon
  • YouTube Social  Icon

კონტაქტი

+995 0322 81 01 01

მისამართი

კოსტავას 69

©2017 by Tanamgzavri. all rights reserved.

bottom of page