top of page

ბრენდის ისტორია


 

ამ ცნობილი ბრენდის ისტორია 1933 წელს იწყება, როდესაც ორმა ახალგაზრდა იაპონელმა ინჟინერმა - გორო იოშიდამ და საბურო უჩიდამ პატარა ლაბორატორია ჩამოაყალიბა. მიზანი იყო იაპონური კამერის შექმნა, რომელიც ლეგენდარული გერმანული კამერის გვერდით დადგებოდა და ჩაანაცვლებდა კიდეც მას. ამ იდეის განხორციელებას კი საკმაოდ დიდი თანხები ესაჭიროებოდა, რაც ახალგაზრდებს არ ჰქონდათ. და არავინ იცის რით დამთავრდებოდა ეს ჩანაფიქრი, რომ არა მათი მეგობარი ექიმი-გინეკოლოგის, ტაკეში მიტარაის ფინანსური დახმარება, რომელიც მან ახალგაზრდა კომპანიას გამოუყო.

პირველ ხანებში მეგობრები ყიდულობდნენ გერმანულ აპარატურას, შლიდნენ და დეტალურად სწავლობდნენ. მაგრამ პირველი მათი ნამუშევარი სულაც არ იყო გერმანული კამერის ბანალური კლონი. მათ რაღაც განსაკუთრებული, მთლიანად იაპონური სულით გაჯერებული ნიმუში შექმნეს და მოწყალების ბუდისტური ქალღმერთის პატივსაცემად სახელად კვანონი (Kwanon) დაარქვეს.

კამერა იღბლიანი გამოდგა და იმ დროისთვის იაპონიის ერთ-ერთ თვალსაჩინო მიღწევად იქცა. ასეთი კარგი დასაწყისით მოტივირებულებმა მეგობრებმა უკვე საერთაშორისო ბაზარზე გასვლა ჩაიფიქრეს. ასე, 1935 წლის 26 ივნისს ჩნდება ბრენდი - ქენონი - პირვანდელი კამერის სახელწოდების ადაპტაცია. ხოლო მწარმოებელ კომპანიას კი - პრესიჟენ ოფტიკალ ინდასთრი (Precision Optical industry) ერქმევა. პირველი მოდელი ძალიან მცირე რაოდენობით გამოვიდა. ოფიციალური ინფორმაციით, იმდროინდელი ქენონის მარკის კამერებიდან მხოლოდ ერთია დარჩენილი და ისიც ქენონის ოფისში ინახება. არსებობს ისტორია, რომლის თანახმად ერთმა მოგზაურმა ქენონის კამერა ინდოეთის ძველმანების მაღაზიაში დაინახა, მაგრამ ვერ იყიდა, რადგან მაღაზია დაკეტილი იყო. ამიტომ შესაძლებელია, რომ მსოფლიოში არის კიდევ რამდენიმე ეგზემპლარი შემორჩენილი. და თუკი შემთხვევით ხელში ასეთი რარიტეტი ჩაგივარდებათ, იცოდეთ, დღეს ის ძალიან ძვირადღირებული ნივთია J.

ქენონი წარმოებული კამერების მოდელების ზრდასა და განვითარებას იწყებს. ჩნდება ახალი „სარკეები“. იწყებენ საკუთარი ოპტიკის წარმოებას, თანდადათან ხვეწენ მის ხარისხს, 60-იან წლებში იწარმოება ტექნიკის ახალი სახეობები - ლაზერული და ჭავლური პრინტერები, ქსეროქსები, კალკულატორები, ვიდეოკამერები, პროექტორები.

ქენონის სათაო ოფისი ტოკიოშია, წარმომადგენლობები კი მთელს მსოფლიოშია განლაგებული. საწარმოო ძალები ჩინეთსა და ტაივანშია, მაგრამ მთელი პროფესიონალური ტექნიკა უშუალოდ იაპონიაში იწყობა. ქენონის ჯგუფში 200-მდე კომპანიაა, რომელიც ყველაზე მრავალფეროვან პროდუქციას აწარმოებს.

გამოქვეყნებული
ახალი
არქივი
ძებნა
No tags yet.
გამოგვყევი
  • Facebook Basic Square
bottom of page