HERSHEY
- თანამგზავრი
- Jan 31, 2017
- 1 min read

კომპანია ჰერში (Hearshey) მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კვების პროდუქტების მწარმოებელი, აშშ-ში შოკოლადის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ხოლო მსოფლიოში სიდიდით მეხუთე საკონდიტრო კომპანია, რომელიც 1884 წელს კონდიტერის - მილტონ ჰერშის მიერ იქნა დაარსებული.
სათაო ოფისი პენსილვანიის შტატში, ქალაქ ჰერშიში მდებარეობს და ცნობილია თავისი შოკოლადის ე.წ. „ბატონებით“. ამბობენ, რომ სწორედ კომპანია ჰერშიმ დაიწყო მსოფლიოში პირველი შოკოლადის ფილების წარმოება. პირველი ასეთი ფილების გაყიდვა 1900 წელს დაიწყეს. ფორმატი განსაკუთრებულად იღბლიანი გამოდგა და საბოლოო ჯამში მთელ მსოფლიოში უდიდეს პოპულარობას მიაღწია.
ჰერშის პროდუქტი აქტიურად გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, შოკოლადის“ ბატონები“ შედიოდა, „აპოლოს“ექსპედიციის მონაწილე - ასტრონავტების რაციონში. მთლიანობაში ჰერშის კომპანიის ისტორიას შეიძლება თამამად ვუწოდოთ ნამდვილი წარმატების ისტორია.
თუმცა იყო სირთულეებიც - 21-ე საუკუნის დასაწყისში კომპანიის გაყიდვის საკითხი დადგა. შესაძლო მყიდველებს შორის განიხილებოდა ისეთი ძლიერი კომპანიები, როგორიცა, ნესტლე და ვრიგლი. თუმცა გარიგება, რომელიც შესაძლოა აშშ-ს მრეწველობის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი ყოფილიყო, არ შედგა. ჰერშიმ ისევ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, ხოლო ჭკვიანურად გატარებულმა რესტრუქტურიზაციამ ის კვლავ ფეხზე დააყენა. 2005 წლამდე კომპანია ჰერში ფუდსის სახელს ატარებდა, ამჟამად კი ჰერში კომპანის სახელითაა ცნობილი.
დღესდღეობით ჰერშის მთავარ კონკურენტად აშშ-ში ითვლება კომპანია „მარსი“, რომელიც ასევე შოკოლადის მწარმოებელი კომპანიაა და რომელსაც ასევე ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.
გარდა შოკოლადის წარმოებისა, ჰერში დაკავშირებულია გასართობი თემატური პარკის - ჰერში პარკის სახელთან. ფლობს ჰოკეის ჯგუფს - ჰერში ბეარსს (hearshey bears). მისია ჰერშის სტადიონი და გიგანტური ცენტრი. ხოლო 2016 წელს ჰერშიმ, კოკო შანელთან და ბრიზისთან ერთად მზისდამცავი სათვალეების ხაზი შექმნა.
Comments